Loading data...
„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“: ბრიტანეთი ლეგიტიმური სამიზნე გახდება, თუ ის ირანთან ომში აშშ-ს დაუჭერს მხარს

„დიდი ბრიტანეთი „აუცილებელი და ლეგიტიმური სამიზნე“ გახდება, თუ ის ირანთან ომში ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუჭერს მხარს, - განაცხადა „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წარმომადგენელმა.

მათივე განცხადებით, ქვეყნები, მათ შორის სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, რომლებიც შეერთებულ შტატებს სამხედრო კონფლიქტში დაუჭერენ მხარს, ირანის მხრიდან ლეგიტიმურ სამიზნედ ჩაითვლებიან.

ამასთან, „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ცოტა ხნის წინ თავდასხმებისთვის დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზები გამოიყენა.