ირანის პრეზიდენტმა საერთაშორისო ინტერნეტზე წვდომის აღდგენის ბრძანება გასცა - ირანის სახელმწიფო მედია
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა საერთაშორისო ინტერნეტზე წვდომის აღდგენის ბრძანება გასცა. ამის ირანის სახელმწიფო მედია ირანის კომუნიკაციების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელზე დაყრდნობით იუწყება, წერს Reuters-ი.
აღსანიშნავია, რომ ირანში ინტერნეტი თითქმის 90 დღის განმავლობაში იყო გათიშული, მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს.
მექანიზმი, თუ როგორ და როდის დაუკავშირდება ხელახლა ირანი გლობალურ ქსელს, უცნობია.
ინტერნეტთავისუფლების მონიტორინგის ორგანიზაციის NetBlocks-ის უახლესი მონაცემებით, ირანელთა უმეტესობას 87 დღეა, არ აქვს მსოფლიო ქსელზე წვდომა, ხოლო მხოლოდ რამდენიმე მოქალაქეს აქვს წვდომა ძვირადღირებულ და მოწინავე VPN-ებზე, რომლებიც შეზღუდვებს გვერდს უვლიან.
ხელისუფლებამ ქვეყანაში ინტერნეტი თავდაპირველად 8 იანვრიდან გათიშა, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული ანტისამთავრობო აქციების საპასუხოდ, ხოლო თებერვალში კავშირები თანდათან აღდგა, სანამ 28 თებერვალს ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შემდეგ ინტერნეტზე წვდომა კვლავ არ შეიზღუდა.