ირანის პრეზიდენტმა გოგონათა სკოლაზე თავდასხმას „ბარბაროსული აქტი“ უწოდა
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა აშშ-ისა და ისრაელის მიერ სამხრეთ ირანში გოგონების სკოლაზე განხორციელებული სასიკვდილო საჰაერო დარტყმა დაგმო, რამაც ათობით ადამიანი იმსხვერპლა.
„ეს ბარბაროსული აქტი კიდევ ერთი შავი ფურცელია აგრესორების მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაულის ჩანაწერში“, - აღნიშნა მან.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 57 ადამიანი, 45 კი დაიჭრა. სხვა წყაროები 63 დაღუპულის შესახებ იუწყებიან. თუმცა ირანის მთავრობა აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტია. ირანის სასამართლო სისტემის ვებსაიტმა Mizan Online-მა რაიონის პროკურატურაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
„მინაბის გოგონათა სკოლაში დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა“, - იტყობინება Mizan Online-ის ვებგვერდი.