1773215102
უცხოეთი
ირანის პრეზიდენტის შვილი - ირანის ახალი უზენაესი ლიდერი უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არის
ირანის მთავრობის მრჩევლის, ირანის პრეზიდენტის შვილის იუსეფ პეზეშკიანის განცხადებით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯტაბა ხამენეი, ომის დროს მიღებული დაზიანებების მიუხედავად უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არის.
„გავიგე, რომ ბატონი მოჯტაბა ხამენეი დაშავდა. ვკითხე რამდენიმე მეგობარს, რომლებსაც კავშირები ჰქონდათ. მითხრეს, რომ, ღმერთს მადლობა, ის უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა“, - აცხადებს პეზეშკიანი.
როგორც „გარდიანი“ წერს, აღნიშნული განცხადება ხამენეის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადგილსამყოფელთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გამო გაკეთდა.
„ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, ხამენეი აშშ-სა და ისრაელის ირანზე თავდასხმების პირველ დღეს დაშავდა.