Loading data...
ირანის პრეზიდენტის მტკიცებით, ახალი სულიერი ლიდერის არჩევა ხალხის ნების გამოხატულებაა

ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, მოჯტაბა ხამენეის სულიერ ლიდერად არჩევა „ასახავს ხალხის ნებას მმართველობაში“.

„ქვეყნის პრობლემების გადაჭრა შესაძლებელი გახდება მისი ბრძნული ხელმძღვანელობით, საზოგადოების ნდობასა და მონაწილეობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნით“, - განაცხადა ფეზეშქიანმა.

შეგახსენებთ, ირანის სულიერ ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი აირჩიეს.