Loading data...
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ირანში ბოლო დროს მომხდარ არეულობებში პირდაპირი როლი აშშ-მა და ისრაელმა ითამაშეს

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ ირანში  ბოლო დროს მომხდარ არეულობებში შეერთებულმა და ისრაელმა პირდაპირი როლი ითამაშეს. 

ირანის პრეზიდენტის თქმით, მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ხალხის კანონიერი მოთხოვნების მოსმენისა და სასტიკი სანქციებით გამოწვეული პრობლემების შემცირებისკენ.

მანვე აღნიშნა, რომ მშვიდობიანი პროტესტი განზრახ გადაიქცა ორგანიზებულ ძალადობაში.

პეზეშქიანის თქმით, ირანის შიდა პოლიტიკის მიდგომა ადამიანზეა ორიენტირებული. 

ირანის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რუსეთს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ფორუმებზე ირანის მიმართ მისი მხარდამჭერი პოზიციისთვის.

ინფორმაციისთვის, ირანში საპროტესტო აქციები 2025 წლის 28 დეკემბერს დაიწყო, რასაც წინ უსწრებდა ეკონომიკური კრიზისი.

8 იანვარს ირანის ხელისუფლებამ ინტერნეტი გათიშა და პროტესტის ჩახშობას განაგრძობს.

არაოფიციალური მონაცემებით, რომელიც საკუთარ წყაროზე დაყრდნობით CBS News-მა გაავრცელა, ირანში დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება 12 ათასს გადასცდეს და 20 ათასსაც კი მიაღწიოს.

შეერთებულმა შტატებმა ირანში პროტესტის ჩახშობისთვის პასუხისმგებელი პირები დაასანქცირა.