Loading data...
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-სთან მემორანდუმი მოლაპარაკებებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ აშშ-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმი ომის დასრულებისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.

„მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის ფორმალიზებული“, - წერს ირანის პრეზიდენტი.

მან განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა „ყველა სცენარისთვის“ მზადაა, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი „შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე“ ირანელი ხალხის ინტერესების დაცვა იქნება.

როგორც ირანის პრეზიდენტი აღნიშნავს, მემორანდუმი თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებისა და უწყვეტი მუშაობის შედეგია.

„თუ მისი ყველა დებულება სათანადოდ განხორციელდება, ის შეიძლება, ქვეყნისთვის საამაყო დოკუმენტად ჩაითვალოს“, - დასძენს ირანის პრეზიდენტი.