ირანის პრეზიდენტი: უზენაეს ლიდერზე თავდასხმა „ირანელ ერთან სრულმასშტაბიან ომს“ ნიშნავს
ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი აცხადებს, რომ ქვეყნის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა ალი ხამენეიზე ნებისმიერი თავდასხმა ომის გამოცხადებას ნიშნავს.
„ირანის ხალხი ცხოვრებაში გაჭირვებასა და სირთულეებს თუ აწყდება, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დიდი ხნის მტრობა და შეერთებული შტატების მთავრობისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებული არაადამიანური სანქციებია. ჩვენი ქვეყნის უზენაესი ლიდერის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია ირანელი ხალხის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის ტოლფასია“, - აცხადებს ირანის პრეზიდენტი.
ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში ხამენეის „ავადმყოფი“ უწოდა და განაცხადა: „დროა ირანში ახალი ლიდერები ვეძებოთ“.
როგორც ჩანს, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ტრამპმა ირანში ხამენეის მმართველობის დასრულებისკენ მოუწოდა.
თავის პოსტში პეზეშკიანი აშშ-ს და მის მოკავშირეებს ადანაშაულებს ირანში შექმნილ ვითარებაში.
اگر سختی و تنگنایی در زندگی مردم عزیز #ایران وجود دارد، یکی از عوامل اصلی آن دشمنی دیرینه و تحریمهای غیرانسانی دولت امریکا و همپیمانان اوست.
— Masoud Pezeshkian (@drpezeshkian) January 18, 2026
تعرض به رهبری معظم کشورمان بهمنزله جنگ تمام عیار با ملت ایران است.