Loading data...
ირანის პრეზიდენტი: რაც მეტად შეეცდება ისრაელი სიტუაციის გამწვავებას, მით უფრო მკაცრი და სასტიკი იქნება ჩვენი პასუხი

ირანი კიდევ უფრო მკაცრ ზომებს მიიღებს ისრაელის წინააღმდეგ, თუ თავდასხმები გაგრძელდება, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა

როგორც მან აღნიშნა, ირანის პასუხები „უფრო გადამწყვეტი და მკაცრი“ გახდება.

„ისრაელმა საზღვარი არ იცის. ისინი იჭრებიან ყველგან, ამერიკის ნებართვით. [აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა] სტივ უიტკოფმა [ირანის საგარეო საქმეთა] მინისტრ არაღჩისთან თქვა, ისრაელი ვერაფერს გააკეთებს ჩვენი ნებართვის გარეშეო. ე.ი, ის იერიშებიც ამერიკის ნებართვით მოხდა. უძლიერეს პასუხს გავცემთ მათ ნებისმიერ აგრესიას. რაც მეტად შეეცდებიან სიტუაციის გამწვავებას, მით უფრო მკაცრი და სასტიკი იქნება ჩვენი პასუხი. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვცდილობთ ომის გაფართოებას“, - განაცხადა პეზეშკიანმა.