Loading data...
ირანის პრეზიდენტი: ომისა და ძალადობის ენა დაფუძნებული სამყარო უსაფრთხო ვერ იქნება

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშკიანმა განაცხადა, რომ ირანი „არასოდეს დახრის თავს და მუხლს არ მოიდრეკს“ და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, ითანამშრომლონ „ჭეშმარიტი მშვიდობისა და სტაბილურობის“ მისაღწევად იმ ფონზე, რასაც მან „ძალადობრივი ზეწოლა“ და „ბულინგი“ უწოდა.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუშინდელ გამოსვლაზე საუბრისას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ირანის ლიდერმა განაცხადა, რომ ტრამპმა „უნდა იცოდეს, რომ ირანელი ხალხის წინააღმდეგობა მხოლოდ გაძლიერდება სანქციების, გაზრდილი ზეწოლისა და ძალადობრივი ზეწოლის ფონზე“.

ფეზეშკიანმა განაცხადა, რომ „ძალაუფლების გარეშე სამყარო საშიშია, მაგრამ სამყარო, რომელსაც მხოლოდ ომისა და ძალადობის ენა ესმის, უსაფრთხო ვერ იქნება“.

„ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი სამყარო, სადაც სამხედრო ძალა ლეგიტიმურობას ჩაანაცვლებს, ტერორიზმი, პოლიტიკასა და მოლაპარაკებებს, ხოლო ომი - დიალოგსა და დიპლომატიას“, - განუცხადა მან მსოფლიო ლიდერებს.

ფეზეშკიანმა მსოფლიოს ქვეყნებს მშვიდობის მისაღწევად ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ მსოფლიოს მოვუწოდებთ არა სისუსტის გამო, არამედ საკუთარი ძალისა და სიმტკიცის ღრმა რწმენიდან გამომდინარე, ითანამშრომლოს ჩვენთან, რადგან ღრმად გვჯერა, რომ ამ რეგიონში ვერავინ იქნება უსაფრთხოდ მარტო“, - განაცხადა მან.

„ან ჩვენ ამას ერთად შევქმნით, ან მოგვიწევს ერთად ვიცხოვროთ დაუცველობის პირობებში. ჩვენ გვსურს ვიფიქროთ ღირსეულ მომავალზე, სადაც უსაფრთხოება, სამართლიანობა, თანასწორობა და ადამიანის ღირსება ყველა ადამიანისთვის, ყველა პირისთვის, განუყოფელი უფლებები გახდება“, - დასძინა ირანის ლიდერმა.