ირანის პრეზიდენტი: ირანს არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ თავი დაიცვას
ირანს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა თავდაცვისა, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში წერს.
„თქვენო უდიდებულესობავ, მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოების მეთაურებო, ჩვენ თქვენთან ერთად დიპლომატიის საშუალებით მივისწრაფოდით ომის თავიდან აცილებისკენ, თუმცა ამერიკულ-სიონისტურმა სამხედრო აგრესიამ სხვა არჩევანი აღარ დაგვიტოვა, გარდა თავის დაცვისა.
ჩვენ პატივს ვცემთ თქვენი ქვეყნების სუვერენიტეტს. ირანს არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ თავი დაიცვას. მიგვაჩნია, რომ რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა მიღწეული უნდა იქნეს მისი სახელმწიფოების კოლექტიური ძალისხმევით“, - წერს ირანის პრეზიდენტი.
روسای محترم کشورهای دوست و همسایه ما کوشیدیم با کمک شما و از طریق دیپلماسی از جنگ اجتناب کنیم اما حمله نظامی آمریکایی صهیونی هیچ راه دیگری جز دفاع از خود برای ما باقی نگذاشت ما به حاکمیت شما احترام میگذاریم و هنوز هم معتقدیم آرامش منطقه باید به دست کشورهای منطقه تامین شود https://t.co/6s6dYepSmv
— Masoud Pezeshkian (@drpezeshkian) March 4, 2026