Loading data...
ირანის პრეზიდენტი - ირანი ბირთვულ მიღწევებზე არც უკან დაიხევს და არც კომპრომისზე წავა

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეშეზქიანის განცხადებით, ირანი უკან არ დაიხევს და არც კომპრომისზე წავა თავის ბირთვულ მიღწევებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ბირთვული ტექნოლოგიების ეროვნული დღის აღნიშვნის ცერემონიაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, აშშ-სგან რაც უფრო მეტი მუქარა იქნება, ირანი მით უფრო ძლიერი იქნება.

„ვეძებთ მშვიდობას და უსაფრთხოებას და ღია ვართ დიალოგისთვის, მაგრამ დაფუძნებულს ღირსებასა და სიამაყეზე. ჩვენ არასდროს მივცემთ ვინმეს უფლებას, ხელი შეგვიშალოს ფიქრში ან ხელი შეგვიშალოს ვიყოთ ინოვაციური და შემოქმედებითი.

დასავლეთი ამბობს, რომ ირანს სურს ბირთვული ბომბების წარმოება. ვინ არის ისლამური რევოლუციის ლიდერზე, აიათოლა სეიედ ალი ხამენეიზე ავტორიტეტული, რომელმაც განაცხადა ოფიციალურად და საჯაროდ, რომ ჩვენ არ ვცდილობთ ატომური ბომბების შექმნას? თქვენ ეს ასჯერ გადაამოწმეთ და შეგიძლიათ, ათასჯერ გადაამოწმოთ, მაგრამ იცოდეთ – ჩვენ გვჭირდება ბირთვული მეცნიერება და ბირთვული ენერგია ყველა სფეროში. ჩვენ არ ვეძებთ ომს, მაგრამ იმ ცოდნით და ძალით, რომელიც ჩვენმა ძვირფასმა ადამიანებმა შექმნეს, მტკიცედ დავდგებით ყოველგვარი აგრესიის წინაშე“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.