1750795557
უცხოეთი
ირანის პრეზიდენტი - ირანელმა ხალხმა თავად განსაზღვრა 12-დღიანი ომის დასასრული

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ირანმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
„თქვენი დიდი და ისტორიულად მნიშვნელოვანი ერის გმირული წინააღმდეგობის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ზავს და 12-დღიანი ომის დასრულებას, რომელიც ისრაელის მთავრობის ავანტიურიზმისა და პროვოკაციის შედეგად ირანელ ერს თავს დაატყდა“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ირანელი ხალხისადმი მიმართვისას.
ცნობისთვის, ისრაელსა და ირანს შორის ომი 12 ივნისს დაიწყო. ისრაელმა ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშები განახორციელა, რომლის სამიზნეც სამხედროსთან ერთად ქვეყნის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ობიექტები იყო.