ირანის პრეზიდენტი: ესპანეთის პასუხისმგებლობიანი ქმედება აჩვენებს, რომ დასავლეთში ეთიკა და გამოღვიძებული სინდისი ჯერ კიდევ არსებობს
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ესპანეთის პოზიციას აფასებს.
„ესპანეთის პასუხისმგებლობიანი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება სიონისტურ-ამერიკული კოალიციის მიერ ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევებსა და ქვეყნების, მათ შორის ირანის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას, აჩვენებს, რომ დასავლეთში ეთიკა და გამოღვიძებული სინდისი ჯერ კიდევ არსებობს. ვაფასებ ესპანელ ოფიციალურ პირებს მათი პოზიციისთვის“, - წერს ირანის პრეზიდენტი.
Spain's responsible conduct in opposing the Zionist-American coalition's flagrant human rights violations and military aggression against countries, including Iran, shows that ethics and awakened consciences still exist in the West.
— Masoud Pezeshkian (@drpezeshkian) March 4, 2026
I commend Spanish officials for their stances.
ცნობისთვის, ესპანეთმა ამერიკას ირანზე თავდასხმისთვის სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შეწყვეტს.