1784639743
უცხოეთი
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უზენაეს ლიდერთან კომუნიკაცია სულ უფრო ინტენსიური ხდება
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ირანის უზენაეს ლიდერთან კომუნიკაციის შესახებ განცხადება გააკეთა. ინფორმაციას „სქაინიუსი“ ავრცელებს.
„ჩვენი კომუნიკაცია პატივცემულ ლიდერთან ყოველდღიურად უფრო ინტენსიური ხდება, რათა მისი ხელმძღვანელობითა და რჩევებით ჩვენი პრობლემების გადაჭრა შევძლოთ,“ - ციტირებს პეზეშკიანს სააგენტო Fars-ი.
როგორც დასავლური მედია წერს, მოჯთაბა ხამენეი საჯაროდ არც გამოჩენილა და არც განცხადება გაუკეთებია მას შემდეგ, რაც აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრედ დასახელდა.
The New York Times-ის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი, რომელიც პროფესიით ქირურგია, ხამენეის მკურნალობდა.