1787751224
უცხოეთი
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ახალი სანქციებით „აშშ ვერაფერს მიაღწევს“
ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ეკონომიკური სანქციების ახალი რაუნდით „შეერთებული შტატები ვერაფერს მიაღწევს“.
„მთავრობის ეკონომიკური სექტორების მიერ გათვალისწინებული ზომებით, ამერიკა ამ ეტაპზე ეკონომიკური ზეწოლით ვერაფერს მიაღწევს, ისევე, როგორც ვერაფერს მიაღწია ომში“, - აღნიშნა პეზეშკიანმა.
„ჩვენი პრინციპია საკითხების გაგება და მოგვარება ურთიერთქმედებისა და მოლაპარაკებების გზით, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ მტკიცედ დავდგებით ეკონომიკური ზეწოლის წინააღმდეგ, როგორც აქამდე ვაკეთებდით და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას“, - დასძინა მან.