Loading data...
ირანის პრეზიდენტი აშშ-თან შეთანხმებაზე: ეს ისტორიული დოკუმენტი და გზავნილია ძლიერი ირანისგან - მშვიდობა ურთიერთპატივისცემით მიიღწევა

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა აშშ-თან მიღწეულ შეთანხმებას „ისტორიული დოკუმენტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს „გზავნილია ძლიერი ირანისგან“.

„ეს ისტორიული დოკუმენტი და გზავნილია ძლიერი ირანისგან: მშვიდობა ურთიერთპატივისცემით მიიღწევა“, - დაწერა მასუდ პეზეშკიანმა სოციალურ ქსელ X-ზე ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა გლობალური მშვიდობის, ასევე, პროგრესისა და რეგიონული თანამშრომლობის ერთგული რჩება, საკუთარი ღირსებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებით“, - დასძინა ირანის პრეზიდენტმა.