ირანის პრეზიდენტი: აშშ-თან კონფრონტაციაც და ურთიერთობაც შესაძლებელია
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ აშშ-თან კონფრონტაციაც და ურთიერთობაც შესაძლებელია და დასძენს, რომ ირანი აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ აგრესიას გაუძლებს.
„დღეს მსოფლიო გზაჯვარედინზე დგას. კონფრონტაციის გზის გაგრძელება უფრო ძვირი და უშედეგოა, ვიდრე ოდესმე. არჩევანი კონფრონტაციასა და ჩართულობას შორის რეალურიც და შედეგიანიცაა. მისი შედეგი მომავალი თაობების მომავალს განსაზღვრავს.
თავისი ათასწლოვანი საამაყო ისტორიის განმავლობაში ირანმა მრავალ აგრესორს გაუძლო. მათგან ისტორიაში მხოლოდ შელახული სახელები დარჩა, ხოლო ირანი რჩება - გამძლე, ღირსეული და ამაყი“, - აცხადებს ირანის პრეზიდენტი.
მან არ ისაუბრა პრეზიდენტ ტრამპის მიერ გასულ კვირას შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ისრაელი ირანის წინააღმდეგ ომში აშშ-ის ჩათრევაში დაადანაშაულა.
„განა ამერიკა ამ აგრესიაში ისრაელის წარმომადგენლად არ ჩაერთო, ამ რეჟიმის გავლენითა და მანიპულირებით?“ - აღნიშნა ფეზეშქიანმა.