Loading data...
ირანის პრეზიდენტი: აშშ-სთან ომის დასრულების დროა

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი აცხადებს, რომ დროა დასრულდეს შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან მიმდინარე რამდენიმეთვიანი ომი, რადგან მისი თქმით, თეირანი ვაშინგტონთან შედარებით ძლიერ პოზიციაში იმყოფება.

„უმჯობესია, ომი ახლავე დავასრულოთ, რადგან ჩვენ ძალისა და ღირსების პოზიციაში ვართ. მთელი მსოფლიო აღიარებს ჩვენს გამარჯვებას და ხაზს უსვამს, რომ ამერიკამ ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით დაარტყა ჩვენს სკოლებს, საავადმყოფოებსა და ინფრასტრუქტურას, მთელ მსოფლიოში სძულთ“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.