ირანის პრეზიდენტი: აშშ-ის პრეზიდენტმა ტერორისტებად მოგვიხსენია, ჩვენ თავად გავხდით ტერორიზმის მსხვერპლნი
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა ომის დასაწყისში ირანულ სკოლაზე აშშ-ის მიერ განხორციელებული იერიშის ხაზგასმით დაიწყო.
„აშშ-ის პრეზიდენტმა ჩვენ ტერორისტებად მოგვიხსენია. ჩვენ ტერორიზმის მსხვერპლნი თავად გავხდით“, - განუცხადა მან მსოფლიო ლიდერებს.
პეზეშკიანმა აღნიშნა, რომ ის ჩამოვიდა „ირანიდან, სადაც, სინამდვილეში, სკოლა დაბომბეს“ და დასძენს,„ეს ბავშვები დაიღუპნენ შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ განხორციელებული დაბომბვის დროს“.
ირანის ოფიციალური პირების ცნობით, 28 თებერვალს, სამხრეთით მდებარე ქალაქ მინაბში სკოლაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის, სულ მცირე, 120 ბავშვი და 26 მასწავლებელი იყო.
„ისინი უდანაშაულოები იყვნენ, არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ“, - განაცხადა პეზეშკიანმა.
ცნობისთვის, ამ თვის დასაწყისში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.