1736775868
უცხოეთი
ირანის პრეზიდენტი 17 იანვარს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვევა
17 იანვარს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებს გამართავს ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან, რომელიც ოფიციალური ვიზიტით რუსეთში ჩავა. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იტყობინება.
„მოსალოდნელია, რომ განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.