1788726253
უცხოეთი
ირანის პარლამენტის თავმჯდომარე: ვიდრე გვიანი არ არის, ამერიკელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ თამაშის წესები შეიცვალა
ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი შეერთებულ შტატებს აფრთხილებს.
მისივე თქმით, აშშ-ის თავდასხმებზე პასუხი უფრო სწრაფი, მძიმე და მტკივნეული იქნება.
„ვიდრე გვიანი არ არის, ამერიკელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ თამაშის წესები შეიცვალა,“ - განაცხადა ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ.
მანამდე კი, შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა სამ ირანულ ტანკერზე იერიში მიიტანეს.