Loading data...
ირანის პარლამენტის სპიკერი: ირანის მტრები რეგიონის ერთ-ერთი სახელმწიფოს მხარდაჭერით ირანის ერთ-ერთი კუნძულის ოკუპაციისთვის ემზადებიან

ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი აცხადებს, რომ ირანის მტრები რეგიონის ერთ-ერთი ქვეყნის მხარდაჭერით ირანის კუნძულზე შეჭრას გეგმავენ. 

„ზოგიერთი სადაზვერვო ანგარიშის საფუძველზე, ირანის მტრები რეგიონის ერთ-ერთი სახელმწიფოს მხარდაჭერით ირანის ერთ-ერთი კუნძულის ოკუპაციისთვის ემზადებიან. ჩვენი ძალები აკონტროლებენ მტრის ყველა მოძრაობას და თუ ისინი რაიმე ნაბიჯს გადადგამენ, ამ რეგიონული სახელმწიფოს ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა დაუნდობელი, განუწყვეტელი თავდასხმების სამიზნე გახდება“, - წერს მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი X-ზე.