1783314264
უცხოეთი
ირანის პარლამენტის სპიკერი: „ჰეზბოლას“ მხარდაჭერა ჩვენი „ისლამური და რევოლუციური მოვალეობაა“
ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსნებს, მათ შორის მოჰამედ ფენიშს შეხვდა. წერს CNN.
ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ როლი ბოლო ომში „ისტორიული გარდამტეხი მომენტი“ იყო, რომელმაც, მისი თქმით, ირანსა და მოკავშირე „წინააღმდეგობის ჯგუფებს“ შორის არსებული მჭიდრო კავშირები წარმოაჩინა.
ღალიბაფის თქმით, ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების, „განსაკუთრებით კი ჰეზბოლას“, მხარდაჭერა კვლავ „ისლამური და რევოლუციური მოვალეობაა“.
„ირანმა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში „მკაფიო და ფუნდამენტური წითელი ხაზები“ შეინარჩუნა და ერთ-ერთი ასეთი „წითელი ხაზი“ „წინააღმდეგობის ფრონტისა“ და ლიბანის საკითხია“, - აცხადებს ირანის პარლამენტის სპიკერი.