1780859064
უცხოეთი
ირანის პარლამენტის სპიკერი: ბეირუთზე დარტყმების შემდეგ აშშ-ის ბაზები და ისრაელის ობიექტები ლეგიტიმური სამიზნეებია
ირანის პარლამენტის სპიკერმა და აშშ-სთან მოლაპარაკებების ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის საზღვაო ბლოკადა და ისრაელის მიერ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე განხორციელებული იერიშები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ამერიკულ ბაზებსა და ისრაელის ობიექტებს „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ აქცევს.
ირანის პარლამენტის სპიკერის განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა იერიში მიიტანა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე, რომლებიც „ჰეზბოლას“ ერთ-ერთ მთავარ საყრდენ ზონად ითვლება.
„ისინი არც ცეცხლის შეწყვეტის მომხრეები არიან და არც დიალოგის სჯერათ. საზღვაო ბლოკადითა და ლიბანის შესახებ შეთანხმებების დარღვევით აჩვენეს, რომ მხოლოდ ძალის ენა ესმით“, - აცხადებს ირანის პარლამენტის სპიკერი.