ირანის პარლამენტის სპიკერი აშშ-ს „დიდ სატანას“ უწოდებს
ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი შეერთებულ შტატებს „სატანას“ უწოდებს ირანის სამხრეთში, ქუჰესტაკში, ქორწილის ცერემონიაზე განხორციელებული სავარაუდო თავდასხმის შემდეგ.
ის, ასევე, ისრაელსაც „უმცროს სატანად“ მოიხსენიებს.
„მინაბის სკოლა - ბავშვები დახოცეს. ლამერდის სპორტული დარბაზი - ბავშვები დახოცეს. ქუჰესტაკის ქორწილი - ბავშვები ოჯახებთან ერთად დაიღუპნენ. თუ ძალა სატანასავით მოქმედებს, სამიზნეებს სატანასავით ირჩევს და სატანასავით კლავს, ის სატანაა. იცავს უმცროს სატანას, რომელიც იმავეს აკეთებს? ეს დიდი სატანა“, - წერს ღალიბაფი.
ირანის წითელი ნახევარმთვარის ცნობით, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, და 50-ზე მეტი დაიჭრა მას შემდეგ, რაც აშშ-ის საჰაერო დარტყმები განხორციელდა ქვეყნის სამხრეთით, ქუჰესტაკში, იმ სახლზე, სადაც ქორწილი იმართებოდა.