Loading data...
ირანის პარლამენტის სპიკერი: აშშ-ის პრეზიდენტმა 9-ჯერ განაცხადა, რომ „დაგვამარცხა“, სასაცილოა!

ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა, ირანის დამარცხებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებს ირონიულად უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს „სასაცილოა“.

„აშშ-ის პრეზიდენტმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში 9-ჯერ განაცხადა, რომ „დაგვამარცხა“, სასაცილოა!“ - წერს ირანელი პოლიტიკოსი.

როგორც CNN წერს, გაურკვეველია, რომელ ცხრა კომენტარს გულისხმობს ღალიბაფი, თუმცა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ ირანთან ომს იგებს.

ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა „დაამარცხა და მთლიანად გაანადგურა ირანი სამხედრო, ეკონომიკური და ყველა სხვა თვალსაზრისით“.

14 მარტს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანი „სრულიად დამარცხებულია და სურს შეთანხმება, მაგრამ არა ისეთი შეთანხმება, რომელსაც მე მივიღებდი!“