Loading data...
„ირანის მტრებმა საჰაერო და საზღვაო მოქმედებებისთვის უნდა მოემზადონ“ - ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური

ირანის რევოლუციური გვარდიის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურის მაჯიდ მუსავის განცხადებით, ირანის მტრებმა საჰაერო და საზღვაო მიმართულებით მოქმედებებისთვის უნდა მოემზადონ.

მისივე თქმით, ირანის ბლოკადის გარღვევა ქვეყნის „მტკიცე მისია და ურყევი გადაწყვეტილებაა“.

მუსავი ამ განცხადებით აშშ-ის მიერ ირანის პორტებზე დაწესებულ ბლოკადას გამოეხმაურა.