1772377323
უცხოეთი
ირანის ყოფილი პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა - ILNA
სააგენტო ILNA-ს ცნობით, 1 მარტს თეირანში აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის შედეგად ირანის მეექვსე პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დაიღუპა.
სააგენტოს მონაცემებით, ის საკუთარ რეზიდენციაში დაიღუპა თეირანის ნარმაკის რაიონზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ვარაუდობენ, რომ აჰმადინეჟადის რეზიდენცია აშშ-ისა და ისრაელის დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე იყო.
მაჰმუდ აჰმადინეჟადი ირანის პრეზიდენტის პოსტს 2005-2013 წლებში იკავებდა.