Loading data...
ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თეირანმა ჰორმუზის სრუტეში გავლისთვის დაწესებული გადასახადიდან პირველი შემოსავალი მიიღო

ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერის ჰამიდ-რეზა ჰაჯი ბაბაეიმის განცხადებით, ირანმა ჰორმუზის სრუტეში გავლისთვის დაწესებული გადასახადიდან პირველი შემოსავალი მიიღო. 

მისივე თქმით, მიმოსვლაზე დაწესებული გადასახადების სისტემიდან ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა პირველი შემოსავალი მიიღო.

გასულ თვეში ირანის პარლამენტის უსაფრთხოების კომისიამ გეგმა დაამტკიცა, რომელიც სრუტეში გავლისთვის გემებზე გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს.

როგორც უცხოური მედია წერს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.