1773390164
უცხოეთი
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ომანის ზღვაში აშშ-ის ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ს რაკეტებითა და დრონებით დაესხნენ თავს
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) საზღვაო ძალებმა რაკეტებითა და დრონებით დაბომბეს ამერიკული ავიამზიდი USS Abraham Lincoln. ინფორმაციას ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ავიამზიდი დაზიანდა და თანმხლებ გემებთან ერთად იძულებული გახდა, რეგიონული წყლებიდან უკან დაეხია.
ოფიციალური განცხადების თანახმად, ოპერაციის დროს, რომელშიც ჩართული იყო თანამედროვე რაკეტები და დრონები, გემს ომანის ზღვაში, ირანის საზღვაო საზღვრებიდან დაახლოებით 340 კილომეტრში დაარტყეს.