Loading data...
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“: ირანი აშშ-სა და ისრაელზე თავდასხმების გაფართოებას გეგმავს

ირანის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში გააძლიერებენ და გააფართოებენ თავდასხმებს მტრის პოზიციებზე და გამოაცხადეს ისრაელისა და ამერიკის სამიზნეებზე ახალი დარტყმების სერია.

ირანული მედიის ცნობით, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო და საზღვაო ძალებმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვეს. დაბომბეს ისრაელის საჰაერო ძალების რამატ-დავიდის საჰაერო ბაზა და სარადარო სადგური მერონის მთაზე.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ განაცხადეს, რომ დრონებით თავდასხმა განხორციელდა „ამერიკელი ტერორისტების ადგილსამყოფელზე“ ქუვეითში, ალ-ოდეირის ბანაკში და ამერიკელი სამხედროების შტაბ-ბინაზე ერაყის ქალაქ ერბილში.