Loading data...
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ბაჰრეინში კომპანია Amazon-ის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ბაჰრენში კომპანია Amazon-ის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას „სქაინიუსი“ ავრცელებს. 

როგორც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აღნიშნავს, შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ იორდანიაში, ბაჰრეინსა და ქუვეითში იერიშები მიიტანეს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპასუხო დარტყმები გავლენას ახდენს ლოგისტიკური გიგანტის სტრუქტურებზე ახლო აღმოსავლეთში, ადრე დარტყმები მიმართული იყო Amazon-ის მონაცემთა ცენტრების წინააღმდეგ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინში“, - წერს უცხოური მედია. 

ირანმა დრონებით დარტყმები ქუვეითში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზეც განახორციელა.