ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი - ამერიკას გულში დანით დავჭრით
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი აცხადებს, რომ ირანი შეერთებული შტატების წინააღმდეგ შურს იძიებს. ამის შესახებ „სიენენი“ იტყობინება.
„ამერიკელებმა ირანელ ხალხს გულში დანა ჩაარტყეს და ჩვენც მათ გულში დანით დავჭრით“, - განაცხადა ალი ლარიჯანმა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ შემდგომი საპასუხო ზომები ირანის შეიარაღებული ძალების მხრიდან ძლიერი იქნება.
„ჩვენი შეიარაღებული ძალების რეაქცია გაცილებით ძლიერი იქნება. მათ უნდა იცოდნენ, რომ უბრალოდ ვერ დაგვარტყამენ და გაიქცევიან“, - აღნიშნა ლარიჯანმა, რომელიც ირანში გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი მთავარი პირია და ხამენეის მთავარი მრჩეველი იყო.
28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.
საპასუხოდ, თეირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა რეგიონში მდებარე აშშ-ის ბაზებსა და იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ვაშინგტონის მოკავშირეებად მიიჩნევს.
აშშ-ის სამხედრო ძალებმა პირველი 12 საათის განმავლობაში ირანში მდებარე სამიზნეებზე თიუთქმის 900 ჯერ მიიტანეს იერიში.
ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა.
მათივე ცნობით, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.