1772466740
უცხოეთი
ირანის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის თქმით, თეირანი „ხანგრძლივი ომისთვის ემზადება“
ირანის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ქვეყანა „ხანგრძლივი ომისთვის მოემზადა“.
„ირანი, შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ხანგრძლივი ომისთვის მოემზადა. ისევე, როგორც ბოლო 300 წლის განმავლობაში, ეს ომი ირანს არ დაუწყია და ჩვენი მამაცი შეიარაღებული ძალები თავდაცვის გარდა არცერთ შეტევაში არ ჩართულან“, - განაცხადა ლარიჯანიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
„ჩვენ გააფთრებით დავიცავთ საკუთარ თავს და ჩვენს 6000-წლოვან ცივილიზაციას, ფასის მიუხედავად და მტრებს ვანანებთ მათი არასწორი გათვლებისთვის“, - დასძინა ირანის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა.
Iran, unlike the United States, has prepared itself for a long war. pic.twitter.com/0nTGu9u2K4
— Ali Larijani | علی لاریجانی (@alilarijani_ir) March 2, 2026