1775728142
უცხოეთი
ირანის დელეგაცია დღეს აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში გაემგზავრება
ირანის დელეგაცია შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის 9 აპრილს საღამოს ისლამაბადში ჩავა. ამის შესახებ ირანის ელჩი პაკისტანში რეზა ამირი მოგადამი იტყობინება.
მიუხედავად იმისა, რომ ირანის საზოგადოება სკეპტიკურად არის განწყობილი ისრაელის რეჟიმის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმეორებითი დარღვევების გამო, ირანის დელეგაცია დღეს საღამოს ისლამაბადში სერიოზული მოლაპარაკებებისთვის ჩადის, რომელიც ირანის მიერ შეთავაზებულ 10 პუნქტზე იქნება დაფუძნებული“, - წერს ელჩი X-ზე.
ცნობისთვის, 8 აპრილს თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ისლამაბადში 9 აპრილს გაიმართება.