Loading data...
ირანის დელეგაცია აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრა

ირანის დელეგაცია ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრა. ირანის დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაღერ ღალიბაფი ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში მონაწილეობს მიიღებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც.

რაც შეეხება ამერიკულ მხარეს, დელეგაციის შემადგენლობაში არიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე - ჯარედ კუშნერი.

ამასთან, მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს ატომური სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი. შვეიცარიაში ჩავა პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფიც.