1786637841
უცხოეთი
ირანის არმია სიცრუეს უწოდებს დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს
ირანის ცენტრალურმა სარდლობამ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, რომ შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლი აქვს.
ირანის ცენტრალური სამხედრო სარდლობის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ზოლფაღარიმ ტრამპის განცხადებას „სიცრუე“ უწოდა და აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე მთლიანად ირანის კონტროლის ქვეშაა.
„შეერთებული შტატების ცრუ განცხადებები, რომ გემები ჰორმუზის სრუტეში ჩვეულებრივ გადიან, სხვა არაფერია, თუ არა ტყუილი და ფაბრიკაცია“, - განაცხადა მან.
ზოლფაღარიმ აღნიშნა, რომ ირანის შეიარაღებული ძალების ნებართვისა და ზედამხედველობის გარეშე არცერთ კომერციულ გემს, ან ტანკერს „არ ჰქონია და არც ექნება ამ სრუტეში უსაფრთხო გავლის შესაძლებლობა“.