Loading data...
ირანის ამჟამინდელი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი მამის, ალი ხამენეის დაკრძალვაში მონაწილეობას არ მიიღებს

ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი მამამისის, ალი ჰუსაინი ხამენეის დაკრძალვაში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება „უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“ არის მიღებული. ინფორმაციას iranintl.com ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ მოჯთაბა ხამენეი ისრაელის სამიზნეების სიაში შედის. ამასთანავე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის წინააღმდეგ მუქარას „ძლიერი საპასუხო დარტყმა“ მოჰყვება.

ალი ჰუსაინი ხამენეი 28 თებერვალს, აშშ-ის და ისრაელის ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა. ირანის ახალ ლიდერად მისი შვილი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი იყო არჩეული. ალი ჰუსაინი ხამენეისთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია 4-დან 8 ივლისამდე გაიმართება. ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს მის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში 9 ივლისს დაკრძალავენ.