Loading data...
ირანის აგენტებმა, რომლებმაც ჩემი და ჩემი ცოლის მკვლელობა სცადეს, სასტიკი შეცდომა დაუშვეს - ნეთანიაჰუ დრონით თავდასხმაზე

მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ მიერ გაშვებულმა დრონმა კესარიაში ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლს დაუმიზნა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „მათ, ვინც დღეს ჩემი და ჩემი მეუღლის მოკვლას ცდილობდნენ, მწარე შეცდომა დაუშვეს“.

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თავდასხმა არ დააბრკოლებს მას ომის გაგრძელებაში და  ვინც ზიანს აყენებს ისრაელს გადაიხდის „მძიმე ფასს“.

მისი თქმით, თავდასხმის უკან „ჰეზბიოლა“ იდგა.

„ჰეზბოლას“ თავდასხმაზე  პასუხისმგებლობა არ აუღია.

„ეს ხელს არ შეუშლის მე და ისრაელის სახელმწიფოს, გავაგრძელოთ ომი ჩვენი მტრების წინააღმდეგ, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება თაობების განმავლობაში. ჩვენ დავაბრუნებთ ჩვენს მძევლებს ღაზადან, ჩვენ დავაბრუნებთ ჩვენს მოსახლეობას ჩრდილოეთში“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.