1773493130
უცხოეთი
ირანი უკრაინას ისრაელის დახმარების გამო დარტყმებით ემუქრება
ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარემ იბრაჰიმ აზიზიმ განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან ისრაელისთვის ნებისმიერი დახმარება, მათ შორის დრონებით, უკრაინის ტერიტორიას თეირანის სარაკეტო დარტყმებისთვის „ლეგიტიმურ სამიზნედ“ აქცევს.
„უკრაინის ქმედებები ისრაელის დახმარების მიმართულებით, კერძოდ, დრონებით მხარდაჭერა, გაეროს წესდების შესაბამისად, უკრაინის მთელ ტერიტორიას ისლამური რესპუბლიკისთვის ლეგიტიმურ და გამართლებულ სამიზნედ აქცევს“, - განაცხადა აზიზიმ Iran International-თან ინტერვიუში.
ეს განცხადება ირანის მაღალჩინოსანმა დღეს, 14 მარტს, გააკეთა. უკრაინას ამ მუქარებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.