Loading data...
ირანი უკრაინას ირანულ სავაჭრო გემზე თავდასხმაში ადანაშაულებს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანულ სავაჭრო გემზე კასპიის ზღვაში 26 ივლისს, დილით თავდასხმა განხორციელდა. 

ინციდენტის შედეგად ერთი მეზღვაური დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დაშავდა.

თეირანის განცხადებით, ეს თავდასხმა უკრაინის მხრიდან ირანის მიმართ „არარაციონალურ და მტრულ დამოკიდებულებას“ გამოხატავს. 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანი საერთაშორისო სამართლის თანახმად, თავდაცვის უფლების პრინციპის საფუძველზე, დაიცავს საკუთარ ინტერესებსა და ეროვნულ უსაფრთხოებას.

26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული ბოლო დარტყმების კომენტირებისას, სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნა, რომ „ირანიდან სამხედრო ტვირთის გადაზიდვაში ჩართულ გემებზე იერიში მიიტანეს“.