ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას შეთანხმების ხელმოწერის შესახებ - მედია
ირანმა უარყო შეერთებულ შტატებთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერა, რომლის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა გააკეთა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩო პირობებზე და ისლამაბადი 14 ივნისს მის ელექტრონულ ფორმატში ხელმოწერისთვის ემზადება. ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებები მომავალ კვირას გაიმართება.
თუმცა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაღაიმ 13 ივნისს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ნაადრევია აშშ-სთან შეთანხმების ხელმოწერის თარიღზე საუბარი.
„ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, თუმცა უკვე ნათელია, რომ ეს ხვალ არ მოხდება“, - განაცხადა ბაღაიმ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმებას ხელი 14 ივნისს მოეწერება.