Loading data...
ირანი რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების მეთაურის დაღუპვას ადასტურებს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ორშაბათს დაადასტურა, რომ საზღვაო ძალების მეთაური, ალირეზა ტანგსირი დაიღუპა.

ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ტანგსირი დაბომბვის შედეგად მიღებული ტრავმების გამო დაიღუპა.

მედიას არ დაუკონკრეტებია მაღალჩინოსნის დაღუპვის ზუსტი თარიღი. 

გასულ კვირას ისრაელის სამხედროებმა ტანგსირის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადეს და აღნიშნეს, რომ მას მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჰორმუზის სრუტის ბლოკირებაში.