ირანი ომის დასრულებისთვის პირობებს აყენებს - მათ შორის მოითხოვს ისრაელის ლიბანიდან გასვლას
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან ომი შეიძლება დასრულდეს, თუ ვაშინგტონი შეწყვეტს ისლამური რესპუბლიკის მიმართ მუქარას და შეასრულებს თეირანის პირობებს, რაც მოიცავს მის ბირთვულ პროგრამაში ჩარევის შეწყვეტას და ისრაელის ლიბანიდან გასვლას.
„თუ მტერს სურს ამ სიტუაციის დასრულება, მან, ომის სრულად შეწყვეტასთან ერთად, თავი უნდა შეიკავოს ახალი მუქარებისგან, გაიყვანოს ისრაელის არმია ლიბანიდან, შეწყვიტოს იემენის ბლოკადა, გაათავისუფლოს ირანის 24 მილიარდი დოლარის გაყინული აქტივები და თავი შეიკავოს ქვეყნის ბირთვულ და სარაკეტო შესაძლებლობებში ნებისმიერი ჩარევისგან“, - აღნიშნა ირანის „ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის“ სპიკერმა ჰოსეინ მოჰებმა.
ისრაელმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ დაეთანხმება ირანის მოთხოვნას, გავიდეს სამხრეთ ლიბანში IDF-ის მიერ კონტროლირებადი ბუფერული ზონიდან. ისრაელმა მოითხოვა „ჰეზბოლას“, განიარაღება და ამ მიზნით მოლაპარაკებები აწარმოვა ლიბანის მთავრობასთან.