1746973512
უცხოეთი
ირანი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას რუსეთისთვის სარაკეტო სისტემების გადაცემის შესახებ

ირანმა უარყო ინფორმაცია, რომ ის რუსეთისთვის რაკეტების გამშვები სისტემების მიწოდებას გეგმავს, უკრაინის წინააღმდეგ ომში მის მხარდასაჭერად.
ირანმა აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებები „აბსოლუტურად აბსურდულია“. აღნიშნულის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს.
„ეს მტკიცება უკიდურესად აბსურდულია. სამწუხაროა, რომ „როიტერი“ აგრძელებს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების გამოქვეყნების პრაქტიკას. სანამ ორ მხარეს შორის კონფლიქტი გაგრძელდება, ირანი თავს შეიკავებს რომელიმე მხარისთვის რაიმე სახის სამხედრო დახმარების გაწევისგან“, - ნათქვამია ირანის წარმომადგენლის სრულ განცხადებაში.