Loading data...
ირანი ისრაელს ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმით დაემუქრა

ირანს შეუძლია დაარტყას ისრაელის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ეს მოხდება ირანის ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში, - ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის მეთაურის მოადგილემ, ალი ფადავიმ განაცხადა.

ფადავის თქმით, ირანი დიდი ქვეყანაა, ამავდროულად, ისრაელს აქვს „მხოლოდ სამი ელექტროსადგური და რამდენიმე ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა“.

„ჩვენ შეგვიძლია ყველა ამ ობიექტზე ერთდროულად დარტყმა“, - დასძინა ირანელმა სარდალმა.

მან განმარტა, რომ ასეთი დარტყმა ენერგეტიკულ ობიექტებზე შესაძლებელია, თუ ისრაელი „შეცდომას დაუშვებს“.