1732464859
უცხოეთი
„ირანი ისრაელისთვის პასუხის გასაცემად ემზადება“ - ირანის უზენაესი ლიდერის ხამენეის მრჩეველი
„ირანი ისრაელისთვის პასუხის გასაცემად ემზადება“, - ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის უფროსმა მრჩეველმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა.
ირანმა პირობა დადო, რომ უპასუხებს ისრაელის თავდასხმებს მის სამხედრო ობიექტებზე, რომელიც 26 ოქტომბერს განხორციელდა.
ინტერვიუს დროს ლარიჯანი, ასევე, უარყოფს ისრაელის განცხადებას იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვნად ამოიწურა „ჰეზბოლას“ იარაღის მარაგი ლიბანში ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ ოპერაციების დროს.