Loading data...
ირანი ისრაელის პრემიერისა და იოავ გალანტის მკვლელობას გეგმავდა - ებრაული მედია

ირანი, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის, უსაფრთხოებისა სამსახურის უფროსის რონენ ბარისა და ყოფილი პრემიერის ნაფტალი ბენეტის მკვლელობას გეგმავდა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. 

მედიის ცნობით, მკვლელობის მცდელობამ ინტენსიური სახე, თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ მიიღო. 

გეგმის სისრულეში მოსაყვანად ირანმა ებრაელი ბიზნესმენი გამოიყენა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა თურქეთში და ჰქონდა ფინანსური კავშირი როგორც თურქ, ასევე, ირანელ პირებთან. ებრაელი ბიზნესმენი რამდენჯერმე მალულად თურქეთიდან ირანში გადავიდა, სადაც ირანელებთან ოპერაციის დეტალები განიხილა. სანაცვლოდ ბიზნესმენი 1 მილიონ დოლარს ითხოვდა.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა ებრაელი ბიზნესმენი დააკავა. ბიზნესმენს ბრალი უკვე წაუყენეს.