Loading data...
ირანი ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს - Axios

აშშ და ირანი განიხილავენ პოტენციურ შეთანხმებას, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს. ინფორმაციას Axios ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, სანდო წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, მოლაპარაკებები პირდაპირი იყო თუ მხოლოდ, შუამავლების მეშვეობით მიმდინარეობდა.

როგორც აღმოჩნდა, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გაურკვეველია, შესაძლებელი იქნება თუ არა მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა. თუმცა, ასევე, აღნიშნეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ შესაძლებლობას განიხილავდა, როგორც ადმინისტრაციის შიგნით, ისე მის გარეთ მყოფ ოფიციალურ პირებთან.

ამასთან, გამოცემა ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა ოთხშაბათს, 2 აპრილს საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან სატელეფონო საუბრის დროს წამოჭრა.